“არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ მთელი ამერიკის მედია შეძრა ამ ამბავმა”

მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამაოგნებელი ტრაგედიის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

„ენითაუწერელი ტრაგედია მოხდა. შესანიშნავი მუსიკოსი, პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა. ორი კვირის წინ ქალს შვილი დაეღუპა ტრაგიკულად. მოტოციკლეტის ავარიით. დედამ შვილის პიტბული მასთან წამოიყვანა და ასეთი ტრაგიკული ფინალი. პიტბული უკიდეგანოდ ერთგულია მისი პატრონის და ეტყობა ჩათვალა, რომ ამ ქალმა დააშორა მის პატრონს. არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ მთელი ამერიკის მედია შეძრა ამ ამბავმა.

სიტყვები უძლურია ასეთ ტრაგედიასთან. ეს ძაღლი ამ ბიჭის ტანსაცმელებზე არ აკიდებინებდა ხელს, იპარავდა და მათზე ეძინა თურმე…

ეს ძაღლიც თავის ერთგულების მსხვერპლი გახდა და ეს მარინაც ასე დაღუპა, ღმერთო. ადგილზე მოუკლავს პოლიციას, მაგრამ რაღა დროსი იყო. საოცრად მიყვარს ძაღლები, მაგრამ მებრძოლი ძაღლების პანიკურად მეშინია“, – წერს თამარ ივერი.

No description available.

ასევე იხილეთ