“მამაშენი ყოველთვის თვალს გადევნებს“ – ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა გუდაურში დაღუპული მაშველის შვილს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გუდაურში დაღუპული მაშველის, კახა ტორჩინავას შვილს მიმართავს და ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“ვიცი, რომ რთულია, მაგრამ უნდა გაუძლო, ყველაფერი კარგად იქნება. შენ ძლიერი ადამიანი ხარ და მამაშენსაც ძალიან გაუხარდებოდა, მთელი ცხოვრება ძლიერად რომ ყოფილიყავი. ამიტომ, ის ყოველთვის თვალს გადევნებს… ყველაფერში ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ყველა ოცება აიხდინო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, გაუძელი, არასდროს დანებდე და ყველაფერი კარგად იქნება. რომ ჩამოვალ, ჩემს მაისურს გაჩუქებ და ერთმანეთიც კარგად გავიცნობთ…”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ქართველი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ორი მაშველი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი.

ასევე იხილეთ