“მთელ მსოფლიოში ომია, ჩვენთან კი ფოიერვერკებით ხარობენ. ამის გამო მოფრინავენ და მოფრინავენ, ლაინერები ბათუმში…”

გია შარაშენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

დღეს აჭარის პლაჟებზე ისვენებენ და ფულს ხარჯავენ—

რუსები, უკრები, ბელორუსები, პოლიაკები, ჩეხები, სლოვაკები,ლატიშები, ლიეტუელები, თურქები, არაბები, ირანელები, სომხები, აზერები, ყაზახები, თურქმენები, უზბეკები, ამერიკელები და აქა იქ ფრანგებიც კი….
ყველა დაცულად გრძნობს თავს. პოლიციელებს ადვილად ამჩნევს თვალი, აცვიათ შავი მაისური წარწერით – შსს.
მთელ მსოფლიოში ომია, ჩვენთან კი ფოიერვერკებით ხარობენ. ამის გამო მოფრინავენ და მოფრინავენ, ლაინერები ბათუმში… ☝️🍾🇬🇪✌️💥🌍☀️🌦🏄🏊‍♂️🚣🚵‍♀️🚁🚤

ასევე იხილეთ