“კრიზისი არის… მერამდენე ზაფხულია, როცა არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა…”

მსახიობი, ანა ტყებუჩავა “თბილისელებთან“ სერიალი “ჩემი ცოლის დაქალების შესახებ საუბრობს”.

“შეიძლება, რაღაც დროით დაპაუზდეს, ამ პაუზაში ვიღაცები დარჩნენ, ვიღაცები წავიდნენ, მაგრამ სანამ მაყურებელს ენდომება, სანამ ქეთის ექნება იდეები სცენარისთვის და „ფორმულა კრეატივს“ სურვილი, რომ სერიალი ჰქონდეს, იქნება. კრიზისი არის, მაგრამ რომ იცოდეთ, მერამდენე ზაფხულია, როცა არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა… პრობლემები ყოველთვის იყო და მოუძებნიათ გამოსავალი. იმედი მაქვს, ამჯერადაც ასე იქნება. თუმცა, არა მგონია, ეს პრობლემა მალე გადაიჭრას“, – ამბობს მსახიობი.

ასევე იხილეთ