“სექსუალური განათლება ბავშვებს გააფუჭებსო, ის ხალხი რას ფიქრობს ახლა ნეტავ?”

ხულოში 15 წლის მოსწავლე 8 თვის ორსულია. მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო, თუმცა პოლიციისთვის და სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა საჭიროდ არ ჩათვალეს. საქმეში სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო. ფაქტს ჟურნალისტი, ნათია ორველაშვილი ეხმაურება და წერს:

“გული გაგისკდება რა! 15 წლის ბავშვი 8 თვის ორსულია. სექსუალური განათლება ბავშვებს გააფუჭებსო, ის ხალხი რას ფიქრობს ახლა ნეტავ? Ზუსტადაც სექსუალურმა გაუნათლებლობამ + ვიღაცის დამნაშავეობამ ქნა ეს. Არ ვიცი მამა რა ასაკისაა, მაგრამ ეჭვი მეპარება, არასრულწლოვანი იყოს. Თუ არასრულწლოვანია, ესეც გაუნათლებლობის კიდევ ერთი მსხვერპლი”, – წერს ორველაშვილი.

 

No description available.

ასევე იხილეთ