“სადაც იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით, უფასოდ გვეპატიჟებოდნენ. კვარა ჩვენი ელჩია მთელ ევროპაში!”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რუსიკო ყიფიანი “ნაპოლის” ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

“ჩემი ოთო და მისი მეგობარი კვარასთან არიან ჩასული გადაცემის ჩასაწერად. აი, რას წერენ ისინი ….

 “დღეს ჩვენი თვალით რასაც შევესწარით და ვნახეთ, ეს იყო ყველაზე დიდი სიამაყის, ბედნიერების და სამშობლოს ყივილის გრძნობა, მთელი ნაპოლი ქუჩებში დადიოდა ნაპოლის ფორმით და 90% -ს, კვარას ფორმა ეცვა, არც ოსიმენის, არ კაპიტანი დი ლორენცოსი , ჩვენი კვარას ფორმა!!!
გუშინ მოვიარეთ ღამით ყველა ბარი, კაფე და კლუბები, ყველგან, სადაც იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით, უფასოდ გვეპატიჟებოდნენ, მოკლედ, 3 დღეა სასმელში ფული ვერ დავხარჯეთ. მერე კიდევ გაგიზიარებთ, დეტალებს, როცა ეს ემოციები ჩაცხრება. კვარა ჩვენი ელჩია მთელ ევროპაში!”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ასევე იხილეთ