“30 წელი ხელჩაკიდებული დავდიოდით, ჩემი ბუთქუნა კაცის მერე, სიცოცხლე როგორ გავაგრძელოთ არ ვიცი”

გადაცემა „ჩვენი შოუ“ მამუკა ონაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

მამუკას მეგობრებმა გადაცემაში არაერთი უცნობი ამბავი გაიხსენეს.

აღსანიშნავია, რომ ბესო ბერულაშვილმა მამუკა ონაშვილზე საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა და ეთერში ატირდა.

„გაოგნებული ვართ, ერთმანეთს ვუცქერით, ველაპარაკებით და მამუკა არ არის… გავგიჟდები, დაუჯერებელია… მამუკა არ არის. ის იყო ჩვენი მოტივატორი, სიცოცხლის წყარო.

30 წელი ხელჩაკიდებული დავდიოდით და აი ეს ჩემი… ამ ჩემი ბუთქუნა კაცის მერე რა უნდა გავაკეთოთ, სიცოცხლე როგორ გავაგრძელოთ არ ვიცი… რამხელა დარდს ატარებდა, მე ხომ ვიცოდი მისი ყველაფერი… რა აწუხებდა, როგორ აწუხებდა, რატომ აწუხებდა, მაგრამ ერთ სიტყვას არ იტყოდა. პირიქით მთებს გადადგამდა შენი გულისთვის“ – აღნიშნა ბესო ბერულაშვილმა.

ასევე იხილეთ