“ვიქირავებ 20 რუს დეზერტირს ჩემს მამულებში სამუშაოდ…”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

“ვიქირავებ 20 რუს დეზერტირს ჩემს მამულებში სამუშაოდ, დღეში სამჯერადი კვებით და ერთჯერადი ჩაცეცხლებით (5 ჭიქა, მეტი არა) ეგეც ბევრია მაგათთვის.

გარანტიას ვიძლევი ხარ-კამეჩის უღელში არ შევაბამ და გუთანს არ ავკიდებ. გაშოლტვაზე საუბარიც არაა”, – წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, “პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია” და “აქვს შესაბამისი გამოცდილება”.

ასევე იხილეთ