“ალბათ, ნებისმიერ ადამიანს, მამაკაცსაც და ქალსაც, მოსწონებია მეუღლის გარდა სხვა, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადახვიდე…“

„ჩემი ცოლის დაქალებში“ დათოს როლის შემსრულებელი, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას, შეჰქმნია თუა რა საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაში სერიალის მსგავსი სიტუაცია და გამოუჩენია თუ არა სისუსტე, როგორც მამაკაცს:

არა, არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვენი სერიალის გმირს არა მარტო გატაცების ობიექტი, არამედ შვილიც გაუჩნდა. მე ამისგან შორს ვარ.

ალბათ, ნებისმიერ ადამიანს, მამაკაცსაც და ქალსაც, მოსწონებია მეუღლის გარდა სხვა, თუნდაც ვიზუალურად ან მოხიბლულა მისი შინაგანი სამყაროთი. ზოგჯერ ეს ერთგვარი მუზაა, რომელიც სტიმულს გაძლევს, აღგაფრთოვანებს და შემოქმედებაშიც გეტყობა, მაგრამ ზღვარი აუცილებლად უნდა იცოდე და მას არ გადახვიდე“.

ასევე იხილეთ