“ტროტილით მანქანა აგვიფეთქეს, თან ბავშვები ჩემი ირმა და მამუკას ჯაკუნა ისხდნენ”

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მინდა “ მავანთა “ ყურადღება მივიპყრო!!!!
დავიბადე ქალაქ თბილისში პოეტის ოჯახში, იმ პოეტის 1972 წელს ჰიმნს, რომ უძღვნიდა თავისუფლებას, თან “ ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”-ო, ცისკრის რედაქტორი რომ იყო და თუ რაიმე ღირებული და თამამი – ეროვნული იყო ყველაფერს, რომ ბეჭდავდა ( სიცოცხლის-ინფარქტების ფასად) დისიდენტ გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას 1977 წელს , ერთადერთმა ხელი რომ არ მოაწერა, მოგვიანებით ორჯერ, რომ გამსახურდიას თავდებში ჩაუდგა ( ბოლოს 1989 წელს) ციხიდან რომ გამოსულიყო, თვითმფრინავის-ბიჭების დახვრეტის დროს , არ დახვრიტოთო წერილზე ხელის მოწერა უკან რომ არ წაიღო ( მარიკა ლორთქიფანიძე ,გიგა და ჯანსუღი, მადლობა მხატვარ გია ბუღაძეს ამ ფაქტის გაჟღერებისთვის💙), ყველა დისიდენტს რომ პატრონობდა მამასავით ,იმ პოეტის ოჯახში დავიბადე. სამწუხაროდ 90-იანების დროს ჩვენც იმ ხელოვნურად დატრიალებულ უბედურებაში მოვყევით, რაც ოსტატურად იუველირულად “შეგვისრულა” რუსეთის უშიშროებამ ყველას!!!! მამა ძალიან გულდაწყვეტილი იყო ზვიად გამსახურდიაზე , ჩემგან დიდი სიკეთე იცის , მთელი ცხოვრების მანძილზე-წლების მანძილზე და იცის და ახსოვს და ეს რა ხდებაო, რატომ მლანძღავენო , დედა ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, მცდელობაც ჰქონდა ზვიადის ნახვის, რადგან იცნობდა, დედა და გამსახურდია ერთად მუშაობდნენ ლიტ. ინსტიტუტში, თამრიკოს ახლოს იცნობდა ზვიადის გარდაცვლილ დას და ჯანსუღი და ზვიადი მეზობლები იყვნენ სოლოლაკში- ჯაფარიძის ქუჩაზე, ( კორიდორის თავში ჩარკვიანები და ბოლოში გამსახურდიები)მაგრამ შეხვედრა ვერ მოხერხდა( ახლა ვფიქრობთ,დედა ამბობს, რომ ვისაც სთხოვა , ის თავად იყო დაინტერესებული, რომ შეხვედრა არ შემდგარიყო) ტყუილი მოჰქონდათ ჩვენთან, ოსტატურად “გვწამლავდნენ “ტყუილ -მართალით ოჯახს, ერთხელ იმ დროს გენ-პროკურორი ვახტანგ რაზმაძე მოიყვანა ანზორ ბურჯანაძემ, საქართველოდან უნდა წახვიდეთ, შენ , ელდარ შენგელაია და ლანა ღოღობერიძეო და კიდევ 40 კაციანი სია გვაჩვენეს, ( ამის შესახებ თავად რაზმაძემ პრესაში ისაუბრა ,
მოგვიანებით დაწერა, გამასახურდიამ სია მომცა და ამ სიით ხალხის მთხოვდაო)თორემ გამსახურდია მე მთხოვს როგორც პროკურორს თქვენს დაჭერასო, მოგვიანებით კარგა ხნის მერე გაირკვა, რომ არანაირი სია არ არსებობდა და ეს სია უშიშროების მოგონილი იყო, ხალხის გასაგიჟებლად, მოგვიანებით ზვიადმა მამას- ჯანსუღს შემოუთვალა, ( ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ერთი კარგი მეგობრის პირით)”იცოდე ჯანსუღ ტყუილი იყო ეგ ყველაფერი “ მაგათი “ მოგონილიო “, ასეთივე ტყუილ – მართალი ჭორები მიჰქონდათ გამსახურდიასთან , ახლა უფრო კარგად ჩანს ამ გადასახედიდან, რომ ბევრი მოღალატე ჰყავდა ახლო-მახლო და ახლაც რომ გადახედოთ, დღეს ნახავთ, რომ რუსეთის მომხრე პარტიაში არიან ( ზოგიერთი)შეყუჟულები , ასე ვიყავით ჩვენც , რთული იყო გარკვევა, მაშინ ტროლები არ ვიცოდით რა იყო, არც მობილური არსებობდა, არც სოც. ქსელი, წარმოუდგენელი იყო რაიმეს გარკვევა ნუგზარ ფოფხაძის ჭორის მანქანის ფონზე, ( ახლა ძლივს ვარკვევთ) ასეც მოხდა და კიდეც დატრიალდა უბედურება!…… 26 წლის წინ ცოლად გავყევი კარგ კაცს, კეთილს და ვაჟკაცს, გადავიტანეთ თუ რაიმე უბედურება არსებობს, რატომ????? იმიტომ რომ ვაჟკაცი იყო და ბიზნესი ჰქონდა, გარეთ ბანდები დათარეშობდნენ, რომლებსაც უშიშროებასთან “შეკრული” ხალხი და თავად უშიშროება მფარველობდა, ჩვეულებრივი ბანდები, ზოგი მხედრიონთან არსებული, ზოგი “ კულინარიელები”, ზოგიც ვერის საძმო-” ბოროტები” ასე ერქვათ, მე რომ გავყევი , ჩემი მეუღლე რამდენიმე წლის ჩამოყვანილი ჰყავდა კოტე მახარაძეს, კოტემ ურჩია კარგი კაცი ხარ სპორტსმენი ბიზნესმენი ( 24წლის ყოფილა მაშინ)და რა გინდა აქ მოსკოვში, ჩამოდი საქართველოშიო და , ერთხელ მითხრა :”ისედაც გაუსაძლისი იყო ჩემი იქ ყოფნა და საშიში ჩემთვის, რადგან რუსეთში ბიზნესს უშიშროება და შავები აკონტროლებდნენ, მე მიცნობ ,დამთმობი კაცი არ ვარ და აუტანელი სივრცე იყო ამიტომ ჩემთვისო, ამიტომ ,გამიხარდა კოტემ რომ მითხრა , ისედაც მინდოდა და ეგრევე წამოვედიო”, რატომ ვყვები ამ ყველაფერს: აქ რომ ჩამოვიდა მოგეხსენებათ რაც დახვდა – ყაჩაღობა, უშუქობა და განუკითხაობა სიკვდილი თარეშობდა ქუჩებში და ამ დროს ბიზნესში მყოფი კაცი, რომელსაც თვეში რამდენჯერმე აკითხავენ ყაჩაღები და მკვლელები ბიზნესის დაუფლების მიზნით და საპასუხოდ იღებენ უარს, ახლა წარმოიდგინეთ რას გადავიტანდით?! 4 უმძიმესი ოპერაცია, ცემა-ტყეპა-წამება პირდაპირი მნიშვნელობით, ტროტილით მანქანა აგვიფეთქეს , თან ბავშვები- ჩემი ირმა და მამუკას ჯაკუნა ისხდნენ, სკოლაში დატოვეს და უკან გზაზე მძღოლიანად ააფეთქეს( ბავშვები ტროტილიან მანქანაში ისხდნენ სკოლამდე), არც ერთი ჩვენი საქმე გამოძიებული არ არის, თუმცა ყველა ფაქტზე საქმე აღძრულია და თაროებზეა შემოდებული, ამ სამარცხვინო და მახინჯი სამართლებრივი სისტემის გამო, მოგვიანებით მოვიდა ახალი ხელისუფლება- ანუ სააკაშვილი , მიუხედავად მაშინ დაშვებული სასტიკი დანაშაულებებისა პენიტენციალურში, ჩემი მეუღლისთვის შედარებით “ დასვენება “ იყო ,იმ წლებთან შედარებით ,ხუმრობს ხოლმე : “არ მაფეთქებდნენ, მაქსიმუმ თუ მაინც და მაინც დამიჭერდნენო😊”ახალი ხელისუფლება და თან სახელმწიფო ინსტიტუციების( უდავოა )მშენებლობა მიმდინარეობდა და რა ჩაბნელებული და დანგრეული და გაღატაკებული ქვეყანა ჩაიბარა სააკაშვილმა, ვფიქრობ ყველას კარგად გვახსოვს, თან ჩემი მეუღლისთვის ,ყველამ იცის , ვინც მას დიდი ხანია იცნობს, რომ მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა და დასავლეთის ვექტორი უმნიშვნელოვანესია , იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერს დათმობს ამ ქვეყნად ,იმ თავისი შრომით ნაშოვნ ბიზნესს- ყველაფერს – სიცოცხლეს ,ამ ღირებულებების გამო, მაგიტომაც ვიდექით მთელი ოჯახი, მე ,ჯანსუღი , ჩემი მეუღლე, 2008 წელს ჯაჭვში, როცა რუსი ოკუპანტი მოგვადგა. გგონიათ არაფერი სწყენია იმ 9 წლის მანძილზე ჩვენს ოჯახს, ყოფილი ხელისუფლების დროს??? როგორ არა, ან ყველაფერი მოსაწონი იყო განა ???? არა რა თქმა უნდა , რა თქმა უნდა არა, მაგრამ სახელმწიფო ვიყავით, ღირებულებებით, შენებით, სახელმწიფოებრივი მიზნით, ამან გადაწონა , დიახ სახელმწიფოებრიობა გვქონდა მიზანი და პერსპექტივა, თორემ ახალგაზრდა მთავრობას რომ შეცდომები ჰქონოდა არც მიკვირს , ამდენი “ მოღალატის და რუსეთის უშიშროებაზე” მომუშავის ფონზე, მე ის მიკვირს შენება რომ მოახერხა სახელმწიფოსი სააკაშვილმა. მოკლედ რატომ მოვყევი ეს ყველაფერი:::::::: თქვე ძალიან მხდალებო( ვისაც გეკუთვნით იცით ხელისუფლებაში) ვინც შეგიშინებიათ ის შეაშინეთ !!!!!!! სადარბაზოებშიც მათ დახვდით “ ნაიომნიკებით”, ფრთხილად იყავით საკუთარი ქვეყნის “ბარიერს” ფეხი არ წამოკრათ და როგორც მოღალატეებმა ისე არ დაასრულოთ ბითური სიცოცხე, თორემ ჩვენ რააა ან ჩემს მეუღლეს …თეთნულდის ძირში ასწავლეს , საკარმიდამოს დაცვა!”

ასევე იხილეთ