“სრულიად არამართებული შეხედულებაა და არანაირ მეცნიერულ კვლევას არ ეყრდნობა”

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ლევან ბერძენიშვილი თავის ახალ წიგნში “დიდი გასერინება ლიტერატურაში” წერს, რომ ერთადერთი ქართველი მწერალი, ვინც ევროპიდან დოქტორის ხარისხი ჩამოიტანა, გრიგოლ რობაქიძე იყოო.

სრულიად არამართებული შეხედულებაა და არანაირ მეცნიერულ კვლევას არ ეყრდნობა. გრიგოლ რობაქიძემ დისერტაციის წერა 1908 წელს მართალია დაიწყო პარიზში, მაგრამ მგზავრობის დროს ნაშრომის დასაწერად გამზადებული მასალები დაკარგა, რის შემდეგაც იგი ძირითადად ევროპული ლიტერატურის და ბელეტრისტიკის შესწავლაზე გადაერთო. ნაშრომს იგი აღარ მიბრუნებია.

სინამდვილეში ერთადერთი ქართველი მწერალი, ვინც სადოქტორო კურსი გაიარა და დოქტორის წოდება მოიპოვა, კონსტანტინე გამსახურდია (1891-1975) იყო. იგი იმჟამად როგორც მწერალი იმდენად ცნობილი არ ყოფილა. მან თავისი კარიერა დაიწყო ბერლინში, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საელჩოში კულტურის ატაშეს ფუნქციების შესრულებით. ამავე დროს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში გაიარა სემინარები ისეთ ცნობილ მეცნიერებთან, როგორებიც იყვნენ ისტორიკოსები ედუარდ მაიერი და იოზეფ მარკვარტი, ასევე რიხარდ მეკელაინი. ნაშრომი შეეხებოდა ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკას, ასევე მის მცდელობებს დაემყარებინა კავშირი დასავლეთთან. აღნიშნული ნაშრომის დაცვა მოხერხდა 1919 წელს. ამ საკითხებს ცალკე სამეცნიერო სტატია მიუძღვნა ახალგაზრდა ისტორიკოსმა გიორგი ასტამაძემ, სადაც ეს თემა შესწავლილია საარქივო მასალებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მტკიცებულებაც სახეზეა”

ასევე იხილეთ