ქართველი მოდელის დიდი წარმატება – მატილდა გვარლიანი გამოკითხვის მიხედვით რჩეული ამომავალი ვარსკვლავი გახდა

გამოცემა Models.com-მა ახალბედა მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მკითხველის რჩეული ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი გახდა. „მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და მადლობა Modelsdot-ს ამ შესაძლებლობისთვის“ – დაწერა მატილდამ.

მატილდამ კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ – ამბობდა მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა.  სულ ცოტა ხნის წინ  მოდის 4 დედაქალაქში ჩატარებულ ჩვენებებზე მატილდა გვარლიანი

წამყვანი მოდის სახლების სამოსით (დიორი, შანელი, კაროლინა ჰერერა) პირველად ვიხილეთ.  მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა.

 

 

ასევე იხილეთ