„მადლობა, რომ მე ამირჩიეთ დედად და უკვე გმირი დედის სტატუსიც მომანიჭეთ“

გასულ წელს, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს.

როგორც ქრისტინეს მიერ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, მას შვილებმა დედის დღის აღსანიშნავად საჩუქარი და ყვავილები მიუძღვნეს:

„სახლში რომ მოხვალ და ამას დაგახვედრებენ. მადლობა, რომ მე ამირჩიეთ დედად და უკვე გმირი დედის სტატუსიც მომანიჭეთ“, – წერს ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ