“კეზერაშვილის მიერ საქართველოს ბიუჯეტის ნაძარცვი ფულით შექმნილი პარტიული ტელევიზიის კვლევა, მათთვისაც გამაოგნებელი აღმოჩნდა”

იურისტი თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია “ფორმულა”-ს დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს სოციაალურ ქსელში აფასებს.

“კეზერაშვილის მიერ საქართველოს ბიუჯეტის ნაძარცვი ფულით შექმნილი “ევროპული საქართველოს” პარტიული ტელევიზიის კვლევა მათთვისაც გამაოგნებელი აღმოჩნდა.

მათი მთავარი სამიზნის ეკლესიის, პოლიციის, ქართული ჯარის, მედპერსონალის მიმართ საზოგადოების ნდობა პროცენტულად ამგვარად დალაგდა:

მართლმადიდებელ ეკლესიას საზოგადოების – 88% ნდობა;

ჩვენი ქვეყნის პოლიციას – 70%;

ქართულ ჯარს- 90% ;

მედპერსონალს-79% .

გადავინაცვლოთ პოლიტიკურ ველზე პარტიების მიმართ საზოგადოების ნდობის პროცენტულ მაჩვენებლებზე-

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 16% ნდობა;

“ევროპული საქართველო” – 5%;

“ქართული ოცნება”- 39% .

“ქართული ოცნება” საზოგადოებაში ბევრად მაღალი ნდობით სარგებლობს.
ის ამას, როგორც ფაქტს, მოგებული არჩევნებით დაადასტურებს! არჩევნებამდე დრო გაქვთ ამ პროცენტული მაჩვენებლით დაიწყოთ რეალობასთან შეგუება!

თქვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები თქვენივე პოლიტიკურ მომავალზე უკვე გადასმული წითელი ხაზია!”– წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ