“ჩემთვის გმირი მამა როლანდ ახალაიაა და იცით, რატომ?!”

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს.

“ჩემთვის გმირი მამა როლანდ ახალაიაა და იცით, რატომ?!
იმიტომ, რომ მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა ისეთ არაკაცებს, რომლებიც ვაზაგაშვილების მსგავსად მოხუც ცოლ-ქმარს აუთოვებდნენ და აყაჩაღებდნენ, ებრძოდა ისეთ გარეწრებს, რომლებსაც ბესელიას მსგავსები მფარველობენ და ასობით ახალგაზრდას აუბედურებენ, ებრძოდა ისეთ პედოფილებს, რომლებიც ივანიშვილის ოცნებამ გარეთ გამოუშვა .

ყველაზე უკეთ როლანდ ახალაიამ იცოდა ამ სამყაროსთან დაპირისპირება და მათი გადაკიდება რასაც გამოიწვევდა, მაგრამ გარისკა – გარისკა და საკუთარი შვილები ჩაუგდო მგელს ხახაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მის შვილიშვილებსა და ჩვენს შვილებს უსაფრთხოდ ეცხოვრად და ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად გადაქცეულიყო!
აი , ვინ არის ჩემთვის გმირი მამა !

ახლა წაიღეთ ეს ჩემი სტატუსი და მხოლოდ მარშალპრესებზე კიარა, თუ გნებავთ იურა ვაზაგაშვილის საფლავის ქვაზეც ატვირთეთ ან იქ დაკიდეთ, სადაც წულუკიანმა ყაჩაღებს ძეგლი დაუდგა და ამ ფორმით მადლიერება გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს!
ბაჩო “- წერს მეგი გოცირიძე.

ასევე იხილეთ