“გვარამიას მსგავსი ჟურნალისტებად წოდებული სოციოპათებისგან საზოგადოების დაცვაა საჭირო!”

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„მიცვალებულთა მიმართ გულგრილობა საშინელი სოციალური ავადმყოფობაა. თუ მას არ ვუმკურნალეთ, ვერასოდეს ავაშენებთ ნამდვილად დემოკრატიულ საზოგადოებას. დემოკრატია ხომ უპირველესად ჰუმანურობაა, ჰუმანურობა კი, უწინარესად, მიცვალებულთა პატივისცემას გულისხმობს.

მკვლელობიდან – დაკრძალვამდე, ყოველდღე ფეხდაფეხ მისდევენ ჭირისუფალს! ფეხდაფეხ!

ვინ ადგენს ამ ტელევიზიების დღის წესრიგს?! რით შეიძლება გაამართლოთ ეს, რბილად რომ ვთქვათ, გონებაშეზღუდულობა?!

ახლა ამ კოლექტიური მედიაშიზოფრენიისა და გვარამიას მსგავსი ჟურნალისტებად წოდებული სოციოპათებისგან საზოგადოების დაცვაა საჭირო!“ – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ