“ეს ყველაფერი ხდებოდა პირდაპირ ეთერში!”

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი  შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს.

“ყოჩაღ, ჩვენს ჟურნალისტებს! 😁

ამერიკის ელჩმა კომენტარი გააკეთა. მერე თარჯიმანმა დაიწყო ლაპარაკი.

ჰოდა, ჩვენმა ჟურნალისტებმა ელჩი განზე გაწიეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!) და თარჯიმანს მიუშვირეს მიკროფონები.

მერე მეორე თემაზე გააკეთა კომენტარი ელჩმა და მეორედაც… გაწიეს!

მესამე თემაზეც გააკეთა კომენტარი და მესამედაც… გაწიეს!

მეოთხე თემაზეც გააკეთა კომენტარი და მეოთხედაც… გაწიეს!

ასეთი არაფერი მინახავს! 🤔

ეს ყველაფერი ხდებოდა პირდაპირ ეთერში!

მერე პირდაპირი ეთერი გაითიშა და ვერ გეტყვით, კიდევ რამდენჯერ გაწიეს… ამერიკის ელჩი!

თქვენ კი ამბობდით, რომ...”, – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ