“იცით რატომ გამოდიოდით მიშას დროს მასიურად ქუჩაში?”

სოციალური ქსელის მომხმარებელი ავთო გოგიჩაიშვილი პოსტს აქვეყნებს.

იცით რატომ გამოდიოდით მიშას დროს მასიურად ქუჩაში?

რატომ აწყობდით მაისებს და ნოემბრებს?
რატომ ისროდით ფუნას,
რატომ აწყობდით პიკეტებს,
რატომ კიოდით და წიოდით გუნდურად, გაუთავებლად, პერმანენტულად?
იმიტომ რომ სინამდვილეში არ გეშინოდათ…
იმიტომ, რომ იცოდით- კანონი არსებობდა, იმიტომ, რომ იცოდით- პოლიცია მუშაობდა და კანონს იცავდა,
იმიტომ რომ იცოდით-სამართალი არსებობდა, თუნდაც ხინჯიანი, მაგრამ მაინც სამართალი…
იმიტომ, რომ პრეზიდენტი თავს ვალდებულად თვლიდა ანგარიში ჩაებარებინა ყველა ფაქტზე ხალხისთვის და გადამდგარიყო კიდევაც, თუ კანონი და ადამიანის უფლებები უხეშად დაირღვეოდა, იმიტომ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო გვქონდა, თუნდაც ჩანასახში, მაგრამ მაინც სამართლებრივი სახელმწიფო! …
იმიტომ, რომ დიდი ფული იხარჯებოდა ამ აქციებზე, არაქართული, დანაშაულებრივი, სისხლიანი ფული…
იმიტომ, რომ უამრავი ქართველი აღმოჩნდა სულგაყიდეული და ვერცხლს დახარბებული, ახლომხედველი, უტვინო, მშიშარა და მეოცნებე…
იცით ახლა, როცა ლამის სახლებში შემოგვივარდნენ მკვლელები და ყოველი დილის გათენებას კანკალით ველოდებით, როცა ჯებეებში ხელები გიფათურეს და უკანასკნელი გროშებიც წაგართვეს, როცა მტერი ყოველდღე უბრძოლვევლად მოიწევს, როცა ყველაფერი გაჩერდა და გაიყინა, როცა ხელისუფლება ზღაპრულად მდიდრდება და ხალხი უკიდურესად ღატაკდება, როცა ქურდებმა აიღეს ძალაუფლება ხელში და კანონებს ისინი წერენ,
როცა სახელმწიფოც, კონსტიტუციაც, სასამართლოც, პროკურატურაც, მასმედიაცა და ჯარიც მხოლოდ ერთი მანიაკია-რატომ არ გამოდიხართ ქუჩაში და საძინებელში, ტელევიზორის ეკრანზე ადევნებთ თვალს, თუ როგორ ვიძირებით და ვიღუპებით?
იმიტომ რომ გეშინიათ, დიახ კანკალებთ შიშისგან…
იმიტომ რომ იცით- სახელმწიფო, კანონი, სამართალი არ არსებობს…
იმიტომ, რომ იცით-როცა უნდათ და როგორც უნდათ ისე გაგაქრობენ, მოგიკლავენ შვილს, მამას, ძმას და გეტყვიან, რომ მან თავი მოიკლა…
იმიტომ, რომ არავინ გაფინანსებთ, იმიტომ რომ ლაჩრობა ჩვევაში გადავიდათ, ცხოვრების წესი გახდა, იმიტომ, რომ მასახერხებელია და პრაქტიკული, უსაფრთხოა, იმიტომ, რომ ვერ ხვდებით, რომ ეს ხსნა არ არის, იმიტომ რომ მონსტრი ყველაფრისმჭამელია, იმიტომ, რომ მტერი უბრძლოველად მოვა ყველას ჭიშკრამდე და დაგვიკაკუნებს, იმიტომ, რომ სახელმწიფო აღარ გვექნება, იმიტომ რომ ერი აღარ ვიქნებით- მხოლოდ ტერიტორია, რომლზეც სხვა ხალხი იცხოვრებს, ბევრად უფრო აზრიანი, მამაცი და მიზანსწრაფული…”
ასევე იხილეთ