“სხვა ტელევიზიები ასე კომპაქტურად არ აჩვენებენ“

ექსპერტი ამირან სალუქვაძე „მაესტროს“ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„ვინ გაუძლებს 6 წთ პოზიტიურ ინფორმაციას?

 ზუგდიდში 60-მდე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მთის სოფლებში მზის პანელებს ამონტაჟებენ, სამეგრელოში 132 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ალგეთში სარწყავი სისტემა მოეწყობა, ატმის ექსპორტზე გუშინ დავწერე, აქაც ნახავთ, რძის კომბინატის წარმოების გაფართოება სახელმწიფოს მხარდაჭერით მოხდა…

 ეს მხოლოდ ამ 6-წუთიან სიუჟეტში.

 სხვა ტელევიზიები ასე კომპაქტურად არ აჩვენებენ.

 თუმცა, ვისაც სურს, იპოვის…“ – წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

ასევე იხილეთ