“შენ მამაცი ხარ ისევე, როგორც მე და შენც იბრძოლებ ისე, როგორც მე ვიბრძოლე“

გა­სულ კვი­რას, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბრი­ტა­ნე­თის პრინ­ცე­სა სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­სახ­ლეს ქეით მიდლტო­ნის დი­აგ­ნოზ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურ­და, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლის გამო იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, რომ გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

მიდლტონ­მა ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ი­ტყო, რომ ქე­ითს იან­ვარ­ში ჩა­უ­ტარ­და მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია, რის შემ­დე­გაც სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. პრინ­ცე­სა ახლა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზეა. ქე­ი­თი მი­მარ­თვა­ში და­ა­ვა­დე­ბის დე­ტა­ლებ­ზე არ ლა­პა­რა­კობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უმ­ტკივ­ნე­უ­ლო უნდა იყოს მისი შვი­ლე­ბის­თვის, ამი­ტომ სა­მე­ფო ოჯა­ხის სურ­ვი­ლია და­ცუ­ლი იყოს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა.

ქე­ი­თის ამ­ბავ­მა 7 წლის მილა სნე­დო­ნამ­დეც მი­აღ­წია. გო­გო­ნას ოთხი წლის ასაკ­ში ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. 2020 წელს ქეით მიდლტო­ნი და მისი მე­უღ­ლე უი­ლი­ა­მი კუ­რი­რებ­დნენ პრო­ექტს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იღებ­დნენ ფო­ტო­ებს, რაც გა­მო­ხა­ტავ­და იმ სიძ­ნე­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც მათ პან­დე­მი­ის დროს შეხ­ვდათ. მილა ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო, რომ­ლის ფო­ტოც პრო­ექ­ტში მოხ­ვდა და პრინ­ცე­სა მას ორ­ჯერ შეხ­ვდა. ფო­ტო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლია ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც გო­გო­ნა მა­მას ფან­ჯრი­დან კოც­ნას უგ­ზავ­ნის, ამ დროს მილა ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზით ინ­ტენ­სი­უ­რი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს გა­დი­ო­და.

ფოტო, სა­ხელ­წო­დე­ბით Shielding Mila, გო­გო­ნას დე­დამ ლინ­დამ გა­და­ი­ღო და იყო ერთ-ერთი 100 სუ­რა­თი­დან, რო­მე­ლიც ქე­ი­თის წიგნ­ში “Hold Still: A Portreit of Our Nation 2020” შე­ვი­და.

მას შემ­დეგ, ქე­ით­მა პა­ტა­რა გო­გო­ნას და­უ­რე­კა. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რი­სას მი­ლამ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა უთხრა ქე­ითს, რომ სი­ა­მოვ­ნებს ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა, იცის მისი და უი­ლი­ა­მის ყვე­ლა შვი­ლის სა­ხე­ლი და მოს­წონს ვარ­დის­ფე­რი – შემ­დეგ კი პრინ­ცე­სას სთხო­ვა, რომ შეხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში ვარ­დის­ფე­რი კაბა ჩა­ეც­ვა.

ქე­ით­მა მი­ლას და­ნა­პი­რე­ბი შე­უს­რუ­ლა და შეხ­ვედ­რი­სას სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­ლას­თვის ვარ­დის­ფე­რი კაბა ჩა­იც­ვა. “მინ­და ძლი­ე­რად ჩა­გე­ხუ­ტო… მომ­წონს შენი კაბა, შე­გიძ­ლია დატ­რი­ალ­დე?” – უთხრა იმ დღეს მი­ლამ პრინ­ცე­.

მას შემ­დეგ, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე­ჯერ კი­დევ და­უ­კავ­შირ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მილა სა­სახ­ლე­ში შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზეც მი­იწ­ვი­ეს.

გო­გო­ნამ მო­ა­ხერ­ხა და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა. ახლა კი, რო­დე­საც ქე­ი­თის დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ გა­ი­გო, პრინ­ცე­სას მის­წე­რა, რომ ამ სენს ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­უმკლავ­დე­ბო­და.

“შენ მა­მა­ცი ხარ ისე­ვე, რო­გორც მე და შენც იბ­რძო­ლებ ისე, რო­გორც მე ვიბ­რძო­ლე“, – მი­მარ­თავს მილა ქე­ითს და დას­ძენს: “იმე­დი მაქვს, რომ მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა. მას სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ.”

“ქე­ი­თის ვი­დეო მი­ლას რე­მი­სი­ის ორი წლის­თავ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. მილა მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, რომ სურ­და ქე­ი­თის­თვის ბა­რა­თი მი­ე­წე­რა. წლე­ბის წინ ქე­ით­მა მი­ლას მი­მართ დიდი თა­ნაგ­რძნო­ბა, ზრუნ­ვა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის დროს, ასე­ვე მის შემ­დეგ, ამი­ტომ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ბავ­შვის­თვის მისი ვი­დე­ოს ნახ­ვა. მილა ამ ამ­ბავს სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან აკავ­ში­რებს“, – ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

ასევე იხილეთ