“ელენე არის ჩემი აღმოჩენა“- ვინ არის გიორგი მამარდაშვილის ულამაზესი რჩეული

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გუშინდელი თამაშის ერთ-ერთ გმირს, “ვალენსიასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ულამაზესი საცოლე ჰყავს – მოდელი ელენე ეპიტაშვილი.

პირად ცხოვრებაზე გიორგი მამარდაშვილმა გადაცემაში “ნოესთან” ისაუბრა.

“ჩემს პირადში ყველაფერი კარგად არის. შეყვარებული ვარ

ელენე არის ჩემი აღმოჩენა, სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს რთულ პერიოდებში და ძალიან მაგარი გოგოა.

[დისტანცია] ძალიან რთულია, მაგრამ ხან ის ჩამოდის, ხან მე ჩამოვდივარ“, – აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.

ასევე იხილეთ