“დღემდე მახსოვს იმ მაგნოლიების სუნი, რომელიც სკოლის გზაზე მხვდებოდა“ – დემნა გვასალია ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

ამ ცხოვრებაში მატერიალური არაფერია მუდმივი.  ეს კი გეხმარება, რომ უფრო მეტად დააფასო ოჯახისა და მეგობრების სიყვარული,- ამის შესახებ ცნობილი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია სოციალურ ქსელში წერს.

გავიზარდე დიდ სახლში, მშობლებთან, ძმასთან, ბებიასთან და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად.  ვაკეთებდი ბევრ სასაცილო, ბავშვურ რაღაცას – ვცდილობდი, დამეჭირა თევზი მდინარეში, რომელიც სახლთან ახლოს მიედინებოდა; ჩვენს ეზოში აღმომეჩინა თამარ მეფის საფლავი და საგანძური; ბებიასთვის ჩემს ბიძაშვილთან ერთად ვაწყობდი მუსიკალურ, იმიტირებულ კონცერტებს; საკუთარი ეზოდან ვიპარავდი მარწყვს… დღემდე მახსოვს იმ მაგნოლიების სუნი, რომელიც სკოლის გზაზე მხვდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ადგილი, სადაც უნდა გაზრდილიყო და ეცხოვრა ადამიანს… ომის შემდგომი პერიოდი ძალიან რთული იყო მთელი ოჯახისთვის: საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი ენების სწავლა, ახალ კულტურასთან ადაპტაცია, ორი დასასრულის ერთმანეთთან დაკავშირება… მიუხედავად ამისა ამ ყველაფერმა იმის საშუალება მომცა, რომ შევხვედროდი არაჩვეულებრივ ხალხს, აღმომეჩინა, გავცნობოდი საინტერესო ადგილებს,  გამეცნობიერებინა ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამ ცხოვრებაში მატერიალური არაფერია მუდმივი.  ეს კი გეხმარება, რომ უფრო მეტად დააფასო ოჯახისა და მეგობრების სიყვარული…“ – წერს დემნა გვასალია.

ასევე იხილეთ