“ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მადრიდში დაგეგმილ “ევროვიზიის” პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე…”

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამერიკაში მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის ნა­ხე­ვარძმა, 40 წლის დათო ბუ­ზა­ლა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ “ევროვიზიის” პრომოტურზე ყველა აქტივობა გააუქმა.

“მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის მწუხარების გაზიარებისთვის.

ძალიან რთული დღეები გავიარე და ალბათ, წინ კიდევ ბევრი ასეთი დღეა, მაგრამ გპირდებით აუცილებლად მოვიკრებ ძალას და გავაგრძელებ შრომას იმ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, რაც “ევროვიზიაა”.

ჩვენი ბიჭების გამარჯვებამ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ ჩვენი ქვეყანა მაისში კიდევ უფრო ღირსეულად წარვადგინო და მერწმუნეთ, ამისთვის მთელი ჩემი არსებით დავიხარჯები.

ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ ევროვიზიის პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი.

შემდეგი კვირიდან კი სრული ძალებით მოვემზადები უკვე დაგეგმილი პრომო ტურებისთვის. ამ საკმაოდ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი, ჩემი გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც არასოდეს, არცერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება ახლაც. მიყვარხართ” – წერს ნუცა ბუზალაძე.

ასევე იხილეთ