მელანია ტრამპმა ივანკას დანახვისას უკმაყოფილება ვერ დამალა

27 აგვისტოს ამერიკის შეერთებულ შტატებში “რესპუბლიკური პარტიის” ყრილობა დასრულდა. ქვეყნის პირველი ლედი მელანია ტრამპი კი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.

კამერებს არ გამოპარვიათ მელანია ტრამპის რეაქცია, როცა მასთან და პრეზიდენტთან სცენაზე ივანკა ტრამპი ავიდა და მათ მიესალმა. მელანიას მომღიმარი სახე ამ დროს უკმაყოფილო ღიმილით შეიცვალა

ამ ფაქტს ინტერნეტსივრცეში ასე გამოეხმაურნენ: “არის ვინმე, ვინც მელანიას მოსწონს?”

მელანია და ივანკა ტრამპების დაპირისპირებაზე გამოცემა New York Magazine Intelligencer-ს დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე, სტეფანი ვოლკოფი ესაუბრა. მისი თქმით, კონფლიქტი ჯერ კიდევ ინაუგურაციის დროს დაიწყო, როდესაც ივანკა მამის გვერდზე უფრო ხშირად ჩანდა, ვიდრე მელანია.

 

ასევე იხილეთ