“ტყუილია! გავრცელდა ცრუ ინფორმაცია”

ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დედის შესახებ პასუხობს. როგორც ის წერს, დედამისს სასტუმრო „ოაზისი” არ დაუტოვებია.

„ტყუილია!!!! გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისის” ტერიტორია.

დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით.”- წერს ანუკი არეშიძე.

„ოაზისში“, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, კონფერენციაზე 400-მდე ექიმი იმყოფება.

ასევე იხილეთ