“განსაკუთრებით რთული იქნება სექტემბრის მეორე-მესამე დეკადა და ოქტომბერი”

ასტროლოგი რამაზ გიგაური 2020 წლის შემოდგომაზე მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.   

„2020 წლის მეორე ნახევრის ერთგვარი აგრესიული ლაიტმოტივი იქნება აგრესიის, ბრძოლის, ომის პლანეტა მარსის გადასვლა ვერძის ზოდიაქოში. ეს 28 ივნისს მოხდება. როგორც წესი, მარსი ერთ ზოდიაქოს ნიშანში ორი თვე მოძრაობს. თუმცა ამჯერად ის სამჯერ მეტ პერიოდს დაჰყოფს და ვერძს 2021 წლის 7 იანვარს დატოვებს.

ამას განაპირობებს მარსის რეტროგრადული („მარყუჟისებური“) მოძრაობა.

მარსი – ვერძის ზოდიაქოში ძალიან ხისტი და აგრესიული მოქმედებებით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, 2020 წლის მეორე ნახევარი დინამიკური, აქტიური, ენერგიული და ხისტი იქნება. როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე გართულდება ურთიერთობები და მოსალოდნელია მხარეებმა უპირატესობა აგრესიულ მოქმედებებს მიანიჭონ. რაც ბუნებრივია, გაზრდის კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობას.

აქედან ყველაზე რთულ თვეებად უნდა მივიჩნიოთ აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი, როდესაც მარსი კვადრატულ ასპექტებს შექმნის იუპიტერთან, სატურნთან და პლუტონთან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ივნისის მესამე დეკადიდან მოიმატებს ზემოთ აღწერილი ტენდენციები, პიკად მაინც აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი უნდა მივიჩნიოთ. ამ პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული კრიზისი. არ გამოირიცხება ტექნიკური ავარიები და შეიარაღებული დაპირისპირებებიც კი].10 სექტემბრიდან მარსი რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობას და 14 ნოემბრამდე გასტანს (მარსი ორ წელში ერთხელ ხდება რეტროგრადული და ეს პერიოდი 2-3 თვე გრძელდება ხოლმე).

მარსის რეტროგრადული მოძრაობის გამო განსაკუთრებით რთული იქნება სექტემბრის მეორე-მესამე დეკადა და ოქტომბერი (მთლიანად).

ეს პერიოდი მოსალოდნელია დაუკავშირდეს ძველი კონფლიქტებისა და დაპირისპირების განახლებას. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება პოლიტიკურ არენაზე. ასე რომ, საკმაოდ რთული შემოდგომა გველის. არ არის გამორიცხული ადრე მომხდარი დანაშაულების გამოაშკარავება ან ხმაურიანი დაკავებებიც.

21-28 სექტემბრის შუალედში მერკური დაუპირისპირდება რეტროგრადულად მოძრავ მარსს. ამ პერიოდში გაზრდილი იქნება საუბრისას საბედისწერო შეცდომების დაშვება. გაზრდილი იქნება ვერბალური აგრესია, რამაც მოსალოდნელია კონფლიქტების პროვოცირებას შეუწყოს ხელი. ამ პერიოდში მოიმატებს ტექნიკური ავარიების ალბათობა.

8-21 ოქტომბერში უკვე მზე დაუპირისპირდება რეტრომარსს, ეს გააძლიერებს „იან“ ენერგიას, ეგოიზმს, მოიმატებს კონკურენცია და შეჯიბრის სურვილი. ადამიანები გამარჯვებას აგრესიული მეთოდებით შეეცდებიან, რაც ისედაც რთულ სიტუაციას უფრო დაძაბავს. ამ პერიოდში მოიმატებს დესტრუქციული გადაწყვეტილებების მიღების და სიტუაციების ჩიხში შესვლის ალბათობა. ასევე გაზრდილი იქნება კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. მოსალოდნელია კრიმინალური სიტუაციის გაუარესებაც.ასტროფსიქოლოგიურ დონეზე გააქტიურდება წარსულის გამოცდილება და მისი გამოყენება აუცილებელი გახდება. ადამიანები აქტიური მოქმედებების წყალობით შეძლებენ ძველი გავლენებისგან თუ სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას. თუმცა სასურველია ეს მოქნილი, ტაქტიკური მოქმედებებით მოხდეს და არა ხისტად და აგრესიულად.

ამ ორთვიან პერიოდში (10 სექტემბერი – 14 ნოემბერი) უფრო მეტ წარმატებას არა შეტევა, არამედ თავდაცვითი ტაქტიკა მოიტანს.

მოსალოდნელია ძველ კონკურენტებთან, მოწინააღმდეგეებთან და მტრებთან დაკავშირებული დაპირისპირების განახლება ან პროვოცირება მაინც. თუმცა ჭკვიანი ადამიანები ამ დაძაბულობის და კონკურენციის სათავისოდ გამოყენებას შეძლებენ.

ეს კარგი პერიოდია ძველი ინიციატივების კიდევ ერთხელ გამოვლენისთვის, გადადებული პროექტების ხელახლა დაწყებისთვის, „დაკონსერვებული“ საქმეების განახლებისთვის.

ამ პერიოდში ცხადია, წარმატების მიღწევა გაუადვილდებათ იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში მარსი რეტროგრადულია. ეს ადამიანი შეძლებენ საქმის „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრას, ნახტომის გაკეთებას და შესაძლოა, მთელმა რიგმა გართულებულმა საკითხებმა მათზე სასიკეთოდაც კი იმოქმედოს. თუმცა ამ სიტუაციაშიც სჯობს ნელ-ნელა, ეტაპობრივი მოქმედებები და არა „გაზზე ფეხის დაჭერა“ და ერთბაშად წინ გავარდნა.რეტროგრადული მარსის პერიოდში რისი გაკეთებაა რეკომენდებული:

* ძველი, გადადებული საქმეების გადახედვა, მათში ახალი იმპულსების შეტანა და ახალი ცვლილებების განხორციელება;

* ახალი პროექტების მომზადება, იდეების რეალიზაციისთვის ახალი ფორმების და მიდგომების მოძებნა;

* გადადებული სადავო საკითხების გარკვევა, დარეგულირება და მათი მშვიდობიანი დასრულება;

* ფიზიკური ვარჯიშის ან სულიერი პრაქტიკის განახლება ან დაწყება (განსაკუთრებით დამამშვიდებელი სახეობები – ციგუნი, იოგა, მედიტაცია)“ – წერს გიგაური.

ასევე იხილეთ