“ზურგი ისევ გაუსაძლისად მტკივა, საღამოს ცოტა სუნთქვა გამიძნელდა, ხველა დამეწყო”

რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მარტივი არ არის ამ ნაცრისფერ ოთახში, ჩემთვის განკუთვნილ ოთხ კვადრატულში დავეტიო… ზურგი ისევ გაუსაძლისად მტკივა, საღამოს ცოტა სუნთქვა გამიძნელდა, ხველა დამეწყო და ინჰალაცია დამჭირდა…

დიდად პოზიტიურად მოაზროვნე არ ვარ და წამიღო ცუდმა ფიქრებმა.

იღება კარი და ცოტა გაოცებული, გადაფუთული მედდა შემოდის ბუშტებით (უფრო კონცეპტუალური არაფერი მინახავს) და ამანათით „ცხომელიძე კორონა 6“. არც ავტორი ეწერა ზედ და არც წერილი ახლდა.

ტირილს რომ მოვრჩი ავიღე ტელეფონი და დავურეკე ქეთის, ამოვიცანი ერთ წამში ან როდის მოახერხე დათას ხელში, ან რამდენი იფუსფურე, მადლობა კი არა ამ დროს სულ სხვა ეფექტი ქონია ყურადღებას…

ირაკლი ფანცულაია უშენოდ არ გაკეთდებოდა ეს ამბავი ვიცი #COVID19 პოზიტიური ეფექტი“- წერს ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ