“თავში მძიმედ დაჭრილი ბიჭის ძაღლია… გთხოვთ, დააბრუნეთ!“

თბილისში პატრონი დაკარგულ გერმანულ ნაგაზს ეძებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც ნინო ჩეკურიშვილი წერს, ძაღლი მის შვილს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაჭრეს და ახლაც სიცოცხლისთვის იბრძვის.

„გუშინ 12 საათისათვის თბილიში ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკარგა გერმანული ნაგაზი თაფლისფერი შავი ზურგით. 5 წლის ბიჭი დექსტერი ქვია. თუ ვინმემ წაიყვანეთ, გთხოვთ დააბრუნეთ. მაგ ძაღლის გამო ჩემი 17 წლის შვილი თავში დამიჭრეს და დღემდე მძიმედაა.

ყოველთვის ბრუნდებოდა უკან სახლში. ყელზე ჯაჭვი აქვს და გრძელი რემენი. გაიპარა ფანჯრიდან. გთხოვთ დააბრუნეთ, არ შეჭამს, იდარდებს და დაიღუპება. ძალიან ძვირფასია ჩემი ოჯახისათვის ეს ძაღლი. თან ნეიროდერმიტი აქვს და ვმკურნალობთ. თუნდაც ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე დატოვეთ. როგორც დავწერე თავში მძიმედ დაჭრილი ბიჭის ძაღლია. მის ყეფაზე რეაგირებს. მე როგორც დედა, ყველას გთხოვთ, დააბრუნეთ ერეკლეს ძაღლი!“, – წერს ნინო ჩეკურიშვილი.

 

ასევე იხილეთ