„მნიშვნელოვანია ბავშვობიდან, წელიწადში ერთხელ ყურადღება მიექცეს ანალიზებში ნივთიერებების ბალანსს…“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ ნელ-ნელა ფსიქიკური დაავადებების გამომწვევ მიზეზთა შორის უფრო ხშირა დსახელდება ბიოლოგიური ფაქტორების წილი. გთავაზობთ მის სტატუსს ამ მნიშვნელოვან თემაზე:

„ფსიქიკური დაავადებების გამომწვევ მიზეზთა კვლევებში უფრო და უფრო იზრდება ბიოლოგიური ფაქტორების წილი. მნიშვნელოვანია ბავშვობიდან, წელიწადში ერთხელ ყურადღება მიექცეს ანალიზებში ნივთიერებების ბალანსს. ამით ბევრ რამეს ავირიდებთ თავიდან (ან შევამსუბუქებთ), ასევე კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანების დიდ ნაწილს, ენტერალური სისტემის რაიმე სახის პრობლემაც აქვთ. არსებობს კვლევა, რომელიც კორელაციას ადგენს პანიკურ აშლილობასა და წარსულში გადატანილ შუა ყურის ანთებას შორის და საერთოდაც, ცნობიერება იბადება სხეულიდანაც”, მალე შეიძლება შეიცვალოს ფრაზით, – ცნობიერების უფრო დიდი წილი იბადება სხეულიდან, ვიდრე გვეგონა და ცხონდეს ისევ ფროიდი, ყველაფერი ვერ მოასწრო, მაგრამ მიმართულება, დავკვირვებოდით “ლივდ ბოდის”, მის ინსტინქტებს და მასში მომხდარ ამბებს, მისი ინტუიციის წყალობაა უპირველესად. ჩვენი ორგანიზმი, მისი ჯანმრთელობა 11 სისტემით იმართება. ყოველი სისტემა პასუხს აგებს ფიზიკურადაც და მეტაფორულადაც ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. ცხადია, არ იგულისხმება ტვინის ორგანული, თანდაყოლილი ან შემდეგ დამდგარი პათოლოგიები. ზრდის პროცესში ნივთიერებების ბალანსის კონტროლზეა ლაპარაკი“.

ასევე იხილეთ