“იმდენად დაეცით, რომ თურმე სცენარი გავითამაშე, თქვენი დრო მალე დამთავრდება”

“მთავარი არხი”-ს ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მარნეულში ფიზიკური დაზიანებები მიიღო, სოციალურ ქსელში ეხმიანება იმ ადამიანებს, ვინც თქვა, რომ მან გაითამაშა და არავის არ უცემია.

“როგორი სამარცხვინოა. იმდენად დაეცით, რომ იმის გამოგონებაც შეგიძლიათ, რომ თურმე მე სცენარი გავითამაშე, წამოვწექი შტაბის წინ ასფალტზე და სავსე მთვარის ყურება მინდოდა, და 40 წუთზე მეტი არ დამცალდა.

”საკრებულოს თავჯდომარე”, რომ ამას იკადრებს, ამ ქვეყანაში შენნაირების ადგილი ციხეშია და არა სამუშაო სკამზე. თქვენი გაფარჩაკებული ზოდნერები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, სცემენ, კამერებს უმტვრევენ და ამ ყველაფრის ფონზე გამოდიხართ და ტყუილში მადანაშაულებთ. თქვენი დრო მალე დამთავრდება”- წერს ჯეიჰუნ მუჰამედალი.

ასევე იხილეთ