“ამ კაცის გულმა რომ ვერ გაუძლოს, ვინ აგებს პასუხს?”

ივერი მელაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

“მთელი დღეა ვფიქრობ, ასაკოვან მეცნიერს, რომელიც  დაიჭირეს მართლა წარმოუდგენელი ბრალდებით და ასეთი სიმძიმის ბრალს უყენებენ “სამშობლოს მოყვარულები”  გული არ გაუსკდეს. აი ახლაც, ძილის წინ რომ ივერი მელაშვილზე მეფიქრება და მედარდება, დაიჯერებთ? ასეთი ბრალდებით დაჭერილი, ხანშიშესული კაცის გულმა რომ ვერ გაუძლოს თავსდატეხილ აბსურდს, ვინ აგებს პასუხს? მალე ალბათ მოითხოვენ აღიარებით ჩვენებებს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის ბრალდებით”– წერს ინგა გრიგოლია.

ასევე იხილეთ