“ნაცები მეორე ადგილზეც არ უნდა გავიდნენ და ამით დამთავრდება ყველაფერი”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძის პოსტი ფეისბუქში:

“აღარ უნდა ბევრი ლაი-ლაი. ნაცები (ორივე) მეორე ადგილზეც არ უნდა გავიდნენ და ამით დამთავრდება ყველაფერი. დამშვიდდება ქვეყანა, გამოსწორდება პოლიტიკური სიტუაცია, რაც ყველა დანარჩენის უმთავრესი წინაპირობაა.გასაკეთებელი კი არის ძალიან მარტივი.არჩევნებზე უნდა მივიდეს რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. უმარტივესი დათვლიდან გამომდინარე, ნაცების (ორივეს) მხარდამჭერთა ხმები, რომელთა რაოდენობა განსაზღვრულია და თუ არ მცირდება, ნამდვილად არ იზრდება, საარჩევნო უბნებზე მისული ხალხის ხმებთან პროცენტული შედარებით იქნება ძალიან მცირე რაოდენობის.შედარებისთვის ვიტყვი, რომ ქაქის ერთი და იგივე რაოდენობა, პატარა გუბეში უფრო ჩანს, ვიდრე დიდ ტბაში.ასარჩევ კანდიდატს არ გიკარნახებთ. ყველამ თავისი გემოვნების მიხედვით გადაწყვიტოს. მთავარია, რომ ნაცები მეორე ადგილზე არ გავიდნენ.დამიჯერეთ, რომ მაგრები კი არა, საერთოდ არაფერს არ წარმოადგენენ უაზრო ბაქიბუქის გარდა და ეს გვაჩვენა დაწყებული იმით, რომ შარშან, თბილისის მერის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა თავისუფლად გაუსწრო, დამთავრებული ყოვლად ნაძირლური წინასაარჩევნო კამპანიით, რითაც თავიანთი სისუტე კიდევ ერთხელ გვაჩვენეს.ეგაა და ეგ ” – წერს გაბრიჭიძე.

ასევე იხილეთ