ქართველ მომღერალს, ნათია დუმბაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცნობილ ქართველ მომღერალს ნათია დუმბაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსტაგრამის სთორიზე გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ ვირუსის დადასტურებით გაოგნებულია.

მომღერალს ფილტვების ანთება არ აქვს, თუმცა ვირუსისთვის დამახასიათებელი სისუსტე და სხვა სახის სიმპტომები აღენიშნება.

მანამდე კორონავირუსი კიდევ რამდენიმე მომღერალს დაუდგინდა, მათ შორის ნოდიკო ტატიშვილს, თიკა ფაცაციას, სოფო გელოვანს, ავთო აბესლამიძეს და სხვ.

რაც შეეხება ნათია დუმბაძის დაინფიცირების წყაროს, მომღერალი ამბობს, რომ არ იცის კონკრეტულად ვისგან დაინფიცირდა.

natia-dumbadze_o_h.jpeg

 

ასევე იხილეთ