“კოვიდპაციენტები მალავენ, რომ ინფიცირებულნი არიან”

კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი, იოანე ჯანიაშვილი მოსახელობას აფრთხილებს. იოანეს ინფორმაციით, არიან ადამიანები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ და ინფიცირების ფაქტს მალავენ:

„მეგობრებო! ძალიან ფრთხილად იყავით გარეთ.

უკვე ძალიან ბევრისგან მესმის, რომ ინფიცირებულია, დადასტურებული აქვს კორონავირუსი, აქვთ მსუბუქი ან შედარებით უსიმპტომო მიმდინარეობა და ამ ყველაფერს მალავენ ( ნუ ამის გაცხადებას ვერც ვერავინ გაიძულებს), დადიან ჩვეულებრივად ტრანსპორტში, მაღაზიაში და ყველგან. თან არც კი სჯერათ ვირუსის და არც უსაფრთხოების წესებს არ იცავენ.

ფრთხილად იარეთ და გარშემომყოფი ხალხისგან მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია. თქვენ გარშემო ყველას მოსთხოვეთ ცხვირიც ჩაყონ პირბადეში!“ – წერს იოანე ჯანიაშვილი.

ასევე იხილეთ