“ლანჩხუთის“ მწვრთნელმა დანაპირები შეასრულა და მოგების შემდეგ იცეკვა (ვიდეო)

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვდა.

გუნდის მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ დანაპირები შეასრულა და მოგებული თამაშის შემდეგ გასახდელში იცეკვა.

„პირველი თამაშის შემდეგ გოგოებს დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიმღერებ-მეთქი, ახლა კი დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიცეკვებ-მეთქი და ვასრულებ დანაპირებს“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე.

 

ასევე იხილეთ