“კოვიდინფიცირებული, გათიშულ მდგომარეობაში მოვხვდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში…”

კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებული მადლიერი პაციენტი, სალომე პაცაცია ლევან რატიანსადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს პოსტს უძღვნის და მათ დიდ წვლილს აღნიშნავს საკუთარ გამოჯანმრთელებაში.

გთავაზობთ სალომეს პოსტს:

“არაფერს გადავამეტებ. მოვყვები ზუსტად ისე, როგორც იყო. დღეს უკვე ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს შეგრძნება გახრჩობდნენ, გინდოდეს სუნთქვა და ვერ ახერხებდე. იმ საშინელ შეგრძნებებს აქ არ მოვყვები, გეტყვით მარტო იმას, რომ მე ცოცხალ-მკვდარი ჩამომიყვანეს. კოვიდინფიცირებული, გათიშულ მდგომარეობაში მოვხვდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ორი დღე დაკარგული მქონდა სამყაროს აღქმის შეგრძნება. ცოტა გონს რომ მოვედი, მეორე კოშმარი აქ დაიწყო.

გარედან არ აღიქმება ის ყველაფერი, რაც იქ ხდება. ჟანგბადზე დამკოკიდებული, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები – მოხუცები, ორსულები.
მე თუ დღეს გადავრჩი და ცოცხალი ვარ, არის პირადად Levani Ratiani -ს და მისი გუნდის დამსახურება.

ლევანი არის, პირველ რიგში, ადამიანი და შემდეგ ექიმი. უფლის საჩუქარი დედამიწაზე, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნის. თავისი საქმის პროფესიონალი, გამორჩეულად თბილი დამოკიდებულებით, მუდმივად ჩართული აბსოლუტურად ყველა პროცესში და დეტალში.

პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ლევანის და მისნაირი ადამიანების დამსახურებაა კიდევ უფრო დიდი მაჩვენებელი რომ არ გვაქვს ლეტალობის. მისი ძალისხმევით არის გადარჩენილი და შენარჩუნებული ბევრის სიცოცხლე, ისევე როგორც ჩემი.

ცალკე აღსანიშნავია მისი საოცარი გუნდი. Irakli Pkhaladze საუკეთესო ექიმები, რომლებიც საოცარი სითბოთი ზრუნავენ თითოეულ პაციენტზე.

ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმსათვის რომ გადავრჩეთ. ნუ დავუკარგავთ ამ სიკეთეს, ჩვენც შევუწყოთ ხელი ჩვენი პასუხისმგებლობით და გავითვალისწინოთ ყველაფერი, რასაც გვირჩევენ . მოვეფეროთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, რადგან ეს ერთადერთია, რაც ახლა ყველას ძალიან გაგვაძლიერებს

მადლობა გადარჩენისთვის ლევან რატიანს და მის საოცარ გუნდს ❤

მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის”.

ასევე იხილეთ