“თუ ამდენი გაუგებარი ადამიანების პარლამენტში ერთად შეკრება შეიძლება, კონცერტებზე კარგი ადამიანების შეკრება რატომ არის აკრძალული?”

მომღერალი ნინო ქათამაძე, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედ რეგულაციებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ფოტო გამოაქვეყნა.

“ასეთი კითხვა გამიჩნდა.. თუ ამდენი გაუგებარი (ადამიანის-ების) პარლამენტში ერთად შეკრება შეიძლება, კონცერტზე კარგი ადამიანების შეკრება რატომ არის აკრძალული?”,-წერს ნინო ქათამაძე ფეისბუქში.

ასევე იხილეთ