ფონდ „იავნანას” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ მომღერალ ნინო სურგულაძის ვაჟი მონათლა, ამის შესახებ ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს:
„იცნობდეთ! ეს ჩემი ნათლული, ნინო სურგულაძის ვაჟი, ზაქარიაა.კიდევ ერთი ვაჟკაცი ქრისტიანი შეემატა საქართველოს.
“,– წერს ბურჭულაძე.


ცნობილი მომღერლის მეორე შვილი, ზაქარიას ტყუპისცალ ნატალიას ერთ-ერთი ნათლია კი ნინო ანანიაშვილია.
ნინო სურგულაძეს 2020 წლის 7 ივნისს ტყუპები ზაქარია და ნატალია შეეძინა. მომღერლის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია.