პატარძალი ქორწილიდან ხუთი დღის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში, ტეხასის შტატში პატარძალი ქორწილიდან ხუთი დღის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს.

სტეფან ლინ სმიტისა და ჯეიმი ბასეტის ქორწილი 13 ნოემბერს იყო დაგეგმილი. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე საპატარძლო ავად გახდა.

“სტეფანი ქორწილის გამო შეშფოთებული იყო. ის ექიმთან მივიდა, რომელმაც მედიკამენტები დაუნიშნა”, – აცხადებს გარდაცვლილის დედა, ორალია სმიტი.

მოგვიანებით მისი მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და საქმრომ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას კორონავირუსისა და პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

სტეფანი სამკურნალოდ სახლში გადაიყვანეს. სახლში გადაყვანის შემდგომ, გოგონას სისხლში ჟანგბადის დონე მკვეთრად დაეცა, რის გამოც ის კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს. 

პატარძალს 18 ნოემბერს საავადმყოფოში გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ