“თამარ, შენ გიხდი ბოდიშს პირადად მე – იმ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი რომელიც ასე მოგექცა…”

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გახმაურების საქმე ხუთთვიანი გამოძიების შემდეგ დაიხურა. პროკურატურა აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გადაწყვეტილების გასაჩივრებას ოჯახი როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს.

პროკურატურის მიერ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებას სოციალურ ქსელში მასტერი ეხმაურება.

“ვიცი რასაც გამოიწვევს ეს პოსტი, მაგრამ მე მაინც ვიტყვი!!!

ეს იმ “ბილწი და ბოროტი” მედიის ბრალია ყველაფერში “შეთქმულებას” რომ ხედავენ და სიტუაციას 1000-ჯერ ამძიმებენ. ადამიანები, მსხვერპლთა ოჯახები შეცდომაში შეყავთ და სანამ მერე ყველაფერი “თეთრეულამდე” არ მჟღავნდება არ ისვენებენ!

სანამ ამ საწყალი გოგოს ყველა პირადი თემა, არ განიხილეს, არ გადაღეჭეს, ნამდვილი თუ ტყუილი შეყვარებულები არ აყბედეს მანამდე არ მოისვენეს…

თამარ, შენ გიხდი ბოდიშს პირადად მე – იმ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი რომელიც ასე მოგექცა…” – წერს მასტერი.

ასევე იხილეთ