“აპარატმა 50 ევროიანების გამოყრა დაიწყო…” ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

ქართველი ემიგრანტი ლელა საღლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

კვირის დაწყებაც ასეთი უნდა. ბანკის აპარატთან მისულს ვიღაცა მამაკაცი დამხვდა. მოვიდა ჩემი ჯერიც და რას ვხედავ აპარატმა 50 ევროიანების გამოყრა დაიწყო. ჯერ ჩემი ხმამაღალი კირიეს ყვირილი და რომ ვერ გავაგონე გიჟივით გავეკიდე. გადაირია კაცი😄 მკითხა საიდან ხარო. საქართველო როგორც კი გაიგო უხ, ვინც ქართველებზე ცუდს ამბობსო😄 დედაჩემსაც ქართველი კოპელა უვლიდა და ჩემზე უკეთესი შვილი იყო დედაჩემისთვისო. მე და ჩემს მეუღლესაც ქართველი დამხმარე გვყავს და ჩვენი ოჯახი იმას აბარიაო. რამდენჯერაც ტელევიზორში გამოცხადებულ ქართველზე გაიგებს რამეს,ისე ნერვიულობს თითქოს დანაშაული მას ჩაედინოს,მომიბრუნდება და მეტყვის:კირიე მიხალი ქართველები ასეთი ხალხი არ ვართო❤️წავალ ახლა და მას გავახარებ,თუ როგორი ქართველი გავიცანიო😄

მიუხედავად ჩემი პრობლემებისა,თითქმის უმუშევარი დამტოვა ამ პანდემიამ(არ მინდა წუწუნი გამომივიდეს)იმ ფულს,რასაც აპარატი “მჩუქნიდა”😄შეიძლება ჩემი ყველა პრობლემა გადაეჭრა,მაგრამ ნუთუ რამე შეედრება იმ გრძნობას,რასაც ამ წუთებში განვიცდი,იმ დალოცავს,მადლიერების გრძნობას და ამდენი კარგი რამის მოსმენას ქართველებზე❤️
და შენ ჩემო ასმათ,ვინც არ უნდა იყო დიდი მადლობა ასეთი კარგი ქართველობისთვის.დიდი მადლობა იმ სიამაყისთვის,რაც შენს გამო განვიცადე.შენს კირიე მიხალის გაჩერება არ უნდოდა იმდენი კარგი რამე თქვა შენზე და საქართველოზე❤️ხო და ეს არის ჩვენი საქართველო.ერთეულების ნაკეთები ცუდი ვერ მოგვერევა,ვერა😄
ნაყოფიერ და ბედნიერ კვირას გისურვებთ ყველას!ძალიან მიყვარხართ”” – წერს საღლიანი. 
ასევე იხილეთ