“დღეს ჩაფიქრებული ყველა ნატვრა აგიხდებათ”

დღეს მზებუდობაა, ამიტომ ეს დღე ენერგეტიკულად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სრულდება ბუნებრივი წელი. ამასთანავე, მზე და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური თხის ზოდიაქოს ნიშანში გადავლენ, რაც ადამიანებში დისციპლინას და ორგანიზებულობას, მოთმინებას და ნებისყოფას, შრომისუარიანობას და პასუხისმგებლობის გრძნობას გააძლიერებს.

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, დღეს არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც უმიზეზოდ ღიზიანდებიან ყველაფერზე.

კარგი დღეა სურვილის ჩასაფიქრებლად, რადგან სწორედ დღეს გაქვთ მისი ასრულებს შანსი!

სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ოფიციალური დოკუმენტების გასაფორმებლად.

გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია ნებისმიერის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. გამოიწვევს თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერებია მწვანე, იისფერი, ყვითელი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი.

მინერალებიდან ალექსანდრიტი, გიშერი, მარგალიტი, მარჯანი, ამეთვისტო და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. უსიამოვნებები ელით მშვილდოსანს და მერწყულს.

ასევე იხილეთ