“აუცილებლად შეგატყობინებთ გრძელცხვირა ციციკორეებს”

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„რა არის საჭირო იმისთვის, რომ მიუხედავად პრობლემებისა, უპრობლემოდ იცხოვრო სხვა ადამიანთან და უწოდო მას მეორე ნახევარი?

არაფერი განსაკუთრებული – ამისათვის უნდა დათმო ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია – თავისუფლება და ეს უნდა გიღირდეს.

მე ჩემ ცხოვრებაში ერთი ადამიანი მყავდა გვერდით ასეთი, ვისთვისაც მიღირდა თავისუფლების გაყოფა მასთან.

ისე მოხდა რომ სხვა ყველა „პასაჟირი“ იყო. თუ ვინმე კიდევ გამოჩნდება, ვისთვისაც არ დამენანება ჩემთვის ყველაზე ძვირფასის – თავისუფლების გაყოფა, აუცილებლად შეგატყობინებთ გრძელცხვირა ციციკორეებს.

ეს ზოგადი პასუხი მათი მისამართით, თვითმარქვია ჟურნალისტების და ჩემი ე.წ. ახლო მეგობრების ჩათვლით, ვინც ეს ბოლო პერიოდი მუხლჩაუხრელად ჭორაობს ჩემ ცხოვრებაზე…

  თქვენც გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს

P.S. მათ, ვინც ამ წუთებშიც სქრინებს მიგდებს ინბოქსში, ვინ რა თქვა დახურულ ჯგუფებში, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენ რა უპასუხეთ, ისიც დასქრინეთ და ისე გამომიგზავნეთ“,- წერს სარიშვილი.

ასევე იხილეთ