“ლოცვამ სასწაული მოახდინა, დედის ხმაზე შაკუნამ თვალები გაახილა”

18 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტ, სოფელ წნორში ავარიას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობილია, რომ მსუბუქი ავტომობილი ჯერ კედელს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა, შედეგად 20 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

მანქანაში მჯდომი 18 წლის მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის მრავლობითი მოტეხილობით წნორის „არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

დაშავებულის დედა, ანა მიკირტიჩიანი საზოგადოებას სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს უზიარებს. ის აცხადებს, რომ მისმა შვილმა დედის ხმის გაგონებაზე თვალები გაახილა.

„ხალხო, ჩემი დიდი სიხარული უნდა გაგიზიაროთ ყველას, დღეს ჩემმა შაკუნამ დედის ხმა და ჩაძახილი გაიგო, თვალები გაახილა.

იმედი, რომელსაც თქვენ მაძლევდით, ამიხდა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. თქვენმა ერთიანმა ლოცვამ სასწაული მოახდინა და სიხარულის წუთები ვიგრძენი, უფალს მადლობა…” – წერს დედა.

ასევე იხილეთ