“13 წელია შვილზე ოცნებობს და ახლა მწერს ორსულად ვარო”

გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“29 ნოემბერს, სულ ახალი დაწყებული იყო ჰელფების კამპანია, ერთმა გოგომ მომწერა, სულ ახალთახალი საწოლი მაქვს და მინდა გაჩუქოთო ❤️
რომ მოიტანა, ჩავეხუტე, მადლობა ვუთხარი და ატირებულმა მითხრა, რომ 13 წელია შვილზე ოცნებობს და ამისთვის წინასწარ აქვს ყველაფერი მომზადებული, მაგრამ ახლა გადაწყვიტა მისთვის გამატანოს ვისაც პატარა ყავს სახლში და ეს საწოლი ძალიან სჭირდება!

ბევრი ვიტირეთ ორივემ 😭😭😭

ახლა მწერს ორსულად ვარო 🥳🥳🥳🥳

ჰო და გადავწყვიტე პატარა რომ გაჩნდება, საწოლი ჰელფების სახელით ვუყიდო 🥳🥳

ჩემო კარგო ქვეყანავ 🇬🇪

საგიჟეთია, ნამდვილი, კეთილი საგიჟეთი 🙃🙃”

ასევე იხილეთ