თახვებმა მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს

უკრაინაში, ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში თახვებმა მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, თახვებმა ხეები გადაღრღნეს და შედეგად ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი დაზიანდა. სოფელს ელექტროენერგიას მიწოდება ხანგრძლივი დროით შეუწყდა.

მანამდე, თახვების შემოსევის შესახებ ბორისპოლის მოსახლეობა აცხადებდა. თახვებმა ხეები მასობრივად გადაღრღნეს. ქალაქში ჯერ ახალი ნარგავები გაქრა, შემდეგ კი თახვები უფრო მყარ ხეებს მიადგნენ.

ასევე იხილეთ