“ეს დაავადება მილიონ ადამიანში ერთს ემართება, მეგონა რაღაცეებს ბოლოჯერ ვხედავდი…”

„მასტერშეფის“ მესამე სეზონის ერთ-ერთ პოპულარულ მონაწილეს პაატა ჭონიაშვილს (პატრიკი) სიმსივნე დაუდგინეს. ამის შესახებ პირველად მან მერიკო კარტოზიას გადაცემაში “სიკეთე გადამდებია” ისაუბრა.

პატრიკი იმ დღეს იხსენებს, როცა ამ დიაგნოზის შესახებ გაიგო.

“ჩვეულებრივი დღე გათენდა, გავიღვიძე და ბალიში მხვდება სულ წითელი. ეს იყო ზუსტად წელიწადნახევრის წინ. ყურადღება არ მიმიქცევია, ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი ზოგადად ჯანმრთელობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ვიცოდი, რომ მერე წამიყვანდნენ და მეზარებოდა.

ტკივილი არ მქონია, ერთადერთი ყოველ დილით მქონდა გამონადენი ყურიდან. სადღაც ორი-სამი კვირა არ ვთქვი არავისთან, მეგონა რომ თავისით გაქრებოდა. როცა მივხვდი, რომ ცალ ყურში სმენა საერთოდ აღარ მქონდა მერე შემეშინდა.

ბოლოს ისე მოხდა, რომ ვერც ერთმა ექიმმა ვერ გაიგო რა ხდებოდა. წავედით ცნობილ ექიმთან, შოთა ჯაფარიძესთან , რომელმაც მითხრა, რომ ეს იყო სიმსივნე და ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო ძალიან სწრაფად. ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო რათა არ მოვმკვდარიყავი, ეს დაავადება მილიონ ადამიანში ერთს ემართება. ძალიან რთული იყო. დღემდე მახსოვს დედაჩემის და მამიდაჩემის სახეები. როცა სახლში წამოვედით, რაღაცეებს ვუყურებდი მანქანიდან და მეგონა ბოლოჯერ ვხედავდი. ეს არავისთვის მომიყოლია.

მადლობას ვუხდი სამყაროს, ღმერთს, რომ მე მყავს მაგარი ოჯახის წევრები. ახლა ვიცი, რომ ეს არის კეთილთვისებიანი წანაზარდი, რომელიც თუ გაიზრდება [სადღაც, 80% არსებობს ამის] ისევ უნდა გავიკეთო ოპერაცია“. – თქვა პაატა ჭონიაშვილმა.

ასევე იხილეთ