კრიშტიანო რონალდომ კატა კერძო თვითმფრინავით სამკურნალოდ ესპანეთში გაუშვა

„იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს კატას, სახელად პეპეს ტურინში მანქანა დაეჯახა. შინაურ ცხოველს, რომლის ღირებულება სამი ათასი ევროა, მკურნალობა ესაჭიროებოდა და პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გამოსავალი იპოვნა.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, კრიშტიანომ კატა კერძო თვითმფრინავით ესპანეთში გაგზავნა. ფრენის ღირებულება – სამი ათასი ევროა. ცხოველი უკან ტურინში იმავე თვითმფრინავით გამოჯანმრთელების შემდეგ დაბრუნდება, ჯერჯერობით კი ესპანეთში ჯორჯინა როდრიგესის დასთან იცხოვრებს.

პეპე სფინქსის ჯიშის კატაა. ის რონალდოს ოჯახში ორი წელია ცხოვრობს.

ასევე იხილეთ