“კაცების კაცის” ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით”

ბაია პატარაია ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთ-ერთი გულშემატკივრის მილოცვას გამოეხმაურა და ბასილაშვილის გამარჯვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

“კაცების კაცის” ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი.
ვის რაში აინტერესებს, ცოლს რომ სცემა ბასილაშვილმა, ბრალი რომ დაუმძიმდა გამოძიების მსვლელობისას, შემაკავებელი ორდერი რომ ნაღდად გამოწერილია მასზე და ეს მაინცაა უკვე სასამართლოთი დადასტურებული…
ეჰჰჰ… არაფერი ესმით კაცებს “კაცობისა” ამ ქვეყანაში”, – წერს პატარაია.

 

0 კომენტარები

ასევე იხილეთ