“ტელევიზიით თუ გადის ჩოგბურთი, თუნდაც ბასილაშვილი თამაშობდეს, მაინც ვუყურებ”

„იმედის“ ეთერში, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა აღნიშნა, რომ ჩოგბურთის ყურება ძალიან უყვარს.

მისი თქმით, როდესაც დრო აქვს და ტელევიზიით ჩოგბურთის თამაში გადის ყოველთვის უყურებს, მნიშვნელობა არ აქვს ბასილაშვილი თამაშობს თუ არა.

„ჩოგბურთი, როგორც სპორტი ძალიან მიყვარს. ზოგაგდად, ტელევიზორისთვის ნაკლები დრო მრჩება. მაგრამ თუ გადის ჩოგბურთის თამაში და თუნდაც ნიკოლოზ ბასილაშვილი თამაშობდეს არ ვრთავ. როგორც მაყურებელი სულ ვუყურებ“,- აღნიშნა დოროყაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, 11 მარტს ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, შვეიცარიელი ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელს სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 მოუგო.

ასევე იხილეთ